გრიგორი კარასინი-მოსკოვი, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამორიცხავს,

გრიგორი კარასინი-მოსკოვი, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამორიცხავს,

მოსკოვი, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გამოცემა „იზვესტია“-ს ინტერვიუში განუცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი და მოსკოვმა კოლეგებს თბილისში ამ საკითხზე კონკრეტული შეთავაზებები გაუგზავნა.
კერძოდ კი, საუბარია ავია ეკიპაჟებისთვის ვიზების გაუქმებას ეხება. „იზვესტიას“ სტატიაში ამ თემაზე ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გამოცემასთან საუბარში დააზუსტა, რომ ეს თემა განხილული იქნება ორმხრივ შეხვედრაზე პრაღაში, 15-16 ნოემბერს.
„არ გამოვრიცხავთ პერსპექტივაში უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობას. სხვა საქმეა, რომ ამისკენ წინსვლა რთულია. პირველ რიგში, ხელს გვიშლის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა, რომლებიც როგორც ცნობილია, თბილისის ინიციატივით შეწყდა. საკითხის გადაწყვეტაზე გავლენას ახდენს მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, რომელიც ტერორისტული და სხვა საფრთხეების გაზრდით ხასიათდება, უკანონო მიგრაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ შეიძლება, რომ არ იყოს გათვალისწინებული”, – აღნიშნა გრიგორი კარასინმა.
ის იმედოვნებს, რომ ზურაბ აბაშიძესთან შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი, მისი მხარე პასუხს მიიღებს.
თავის მხრივ ზურაბ აბაშიძემ „იზვესტიას“ დაუდასტურა, რომ 15-16 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქში იქნება განხილული სავიზო რეჟიმის საკითხი-„ არის რამდენიმე ტექნიკური საკითხი, რომლებიც სირთულეს წარმოადგენს. შესაბამისი საავიაციო სამსახურები თავის წინადადებებს წარმოადგენენ. ამის მერე მექნება უფრო დეტალური ინფორმაცია”, – განუცხადა გამოცემას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა.
ამას გარდა, ქართველი დიპლომატის თქმით, თბილისმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნები 2011 წელს მოხსნა და მას მერე ყოველწლიურად საქართველოს მილიონზე მეტი რუსი ტურისტი სტუმრობს. „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის კი რუსეთში მოხვედრა გაცილებით რთულია, თუმცა 2016 წლიდან ეს პროცედურა გამარტივდა. ადრე მხოლოდ ახლო ნათესავებს-რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ თავისი ახლო ნათესავის, საქართველოს მოქალაქის დაპატიჟება რუსეთში. ახლა კი ნათესაური კავშირები საჭირო აღარ არის.
გრიგორი კარასინი კი აღნიშნავს, რომ 2016 წელს ვიზების რაოდენობა, რომელიც თბილისში რუსეთის ინტერესების სექციამ გასცა, გაორმაგდა და 40 ათასს მიაღწია. წელს კი კარასინის აზრით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები