გრიგოლ ვაშაძე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მხარდამჭერებს ხვდება.

გრიგოლ ვაშაძე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მხარდამჭერებს ხვდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მხარდამჭერებს ხვდება. შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე და სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ.

“მე ვფიქრობდი ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდებოდა ქართული სულის, ქართული გულის და მეტყოდა რამე დამამშვიდებელ სიტყვას. მე ტერორისტი შვილი არ გამიზრდია, მე დიდი სიყვარულით და დიდი წვალებით გავზარდე თემირლანი, მაგრამ ვითომ უსაფრთხოების სამსახურმა ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა და ამომწყვიტა დედაბუდიანად. მე ეს ხელისუფლება არ მინდა და არიან ადამიანები, ვისაც არ უნდა ასეთი სისხლიანი ხელისუფლება, ძალა ერთობაშია”, – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლის დროს.

27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებული ყველა პირი დამნაშავედ ცნო.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 2017 წლის 21-22 იანვარს ჩატარდა. შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი –  შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

ივნისში ცნობილი გახდა თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზის  შედეგები. რომელიც აშშ-ში გაკეთდა. მათ შორის ერთ-ერთი დოკუმენტი, სატელეფონო ამონაწერია. ამონაწერიდან ირკვევა, რომ აჰმედ ჩატაევმა საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთანავე, თემირლან მაჩალიკაშვილს დაურეკა. მასალიდან ასევე ირკვევა, რომ მაჩალიკაშვილსა და მარგოშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაპირველად ამ ჩანაწერის შესახებ რამაზ მარგოშვილმა თქვა, რომ ეს მისი ხმა არ იყო, თუმცა ორი დღის შემდეგ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ აუდიოამასალაში ნამდვილად მისი ხმაა. 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები