გრიგოლ ვაშაძე ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს.

გრიგოლ ვაშაძე ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს.

გრიგოლ ვაშაძე ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს. საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის წევრების განცხადებით, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ინაუგურაციაზე არმისვლაც ადეკვატური გადაწყვეტილებაა.

“ხელისუფლება და მისი წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ დ ამხოლოდ დესტრუქციით არიან დაკავებულნი, რომლებიც უარს ამბობენ ყოველგვარ საუბარზე, მოლაპარაკებებზე, ჩიხში შეყავთ პროცესები, აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი იქნება, რომ გრიგოლ ვაშაძე არ დაესწრება ამას. მითუმეტეს ჩვენ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს: დესტრუქციულად, არაკონსტრუქციულად იქცევა “ქართული ოცნება” და ეს მათი სტანდარტი იყო 2012 წლიდან მოყოლებული”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ ინაუგურაციაზე გრიგოლ ვაშაძეს იმ შემთხვევში მიიწვევს, თუ ის არჩევნებში მის გამარჯვებას აღიარებს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები