„გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდა უპასუხისმგებლო ადამიანი“-ირმა ნადირაშვილი

„გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდა უპასუხისმგებლო ადამიანი“-ირმა ნადირაშვილი

„გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდა უპასუხისმგებლო ადამიანი“ – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადება.
ამასთან, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ უღირსი საქციელი ჩაიდინა.
„გრიგოლ ვაშაძემ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც იყო ხელმოწერილი და ითვალისწინებდა თავდაუსხმელობას, ოპოზიციურ პარტიებს შორის. შეთანხმება არ სჭირდება იმის ცოდნას, რომ საერთო პოლიტიკური წარსულისკენ ხელის გაშვერა და ტალახის სროლა, არის უღირსი საქციელი. სამწუხაროდ, გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდა უპასუხისმგებლო ადამიანი. ის ვერ ხვდება, რომ ასეთი საქციელით „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. ოპოზიციის შიგნით დაძაბულობა, ურთიერთავდასხმები ეს არის „ქართული ოცნების“ თამაშში ჩართვა”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოდაშენში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ „ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მათი გაკეთებულია“.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები