გრძელდება საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ქართული ღვინისა და ტურისტული პოტენციალის შვედეთში პოპულარიზაციას ისახავს მიზნად

გრძელდება საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ქართული ღვინისა და ტურისტული პოტენციალის შვედეთში პოპულარიზაციას ისახავს მიზნად

გრძელდება საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ქართული ღვინისა და ტურისტული პოტენციალის შვედეთში პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტი სტოკჰოლმის საგამოფენო ცენტრთან Stockholmsmassän მჭიდრო თანამშრომლობითა და სსიპ “ღვინის ეროვნული სააგენტოს”, “საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიმდინარე წლის 4 აპრილს დაიწყო და 2018 წლის 11 ნოემბერამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შვედეთში მცხოვრებ მოყვარულ მზარეულებს.
მ/წლის აპრილიდან სექტემბრამდე, ჟიურის წევრები შეარჩევენ ყოველი თვის გამარჯვებულს. ისინი ერთმანეთს მ/წლის 9 სექტემბერს ე.წ. Stockholm Street Food ფესტივალის ფარგლებში შეეჯიბრებიან, რის შედეგადაც ორი ფინალისტი გამოვლინდება. ფინალი გაიმართება 11 სექტემბერს, ნორდიკულ რეგიონში ღვინისა და კვების უმსხვილესი გამოფენის Stockholm Food & Wine ფარგლებში. ფინალში გამარჯვებულს მთავარ პრიზად საქართველოში გასამგზავრებელი საგზური გადაეცემა.შესაბამისად, კონკურსის ორგანიზატორებმა საგამოფენო ცენტის ვებ-გვერდზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ინფორმაცია და ფოტომასალა განათავსეს,რომელიც სსიპ-ის „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ და საქართველოს საელჩოს მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე მომზადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები