GPC 11 იანვრიდან თბილისში 1500 ადამიანს გრიპის ვაქცინას უფასოდ გაუკეთებს

GPC 11 იანვრიდან თბილისში 1500 ადამიანს გრიპის ვაქცინას უფასოდ გაუკეთებს

გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების გამო აფთიაქი GPC პრევენციის მიზნით კომპანიის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ რაოდენობას – 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის.

როგორც აფთიაქი აცხადებს, 11 იანვრიდან გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება ექსპრეს კლინიკებში შემდეგ 3 მისამართზე და გაგრძელდება მარაგის სრულ ამოწურვამდე:

  • პეკინის #23/25 (10:00 – 20:00 საათებში);
  • ვაჟა ფშაველას #71 (10:00 – 20:00 საათებში);
  • ჭავჭავაძის #24 (10:00 – 20:00 საათებში).

გრიპის ვირუსით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში 13 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვალება გამოწვეული იყო ზოგ შემთხვევაში დაგვიანებული, ზოგ შემთხვევაში კი თანმდევი მძიმე დაავადებით.

 

 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები