გორში, 16 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა.

გორში, 16 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა.

გორში, 16 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სუიციდის მცდელობის მიზეზი ან სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დაახლოებით იმავე დროს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო დახმარება ამავე ასაკის ბიჭსაც აღმოუჩინეს. მას მსუბუქი სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. „კვირას“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს უკავშირდება და ისინი შეყვარებულები იყვნენ.
„გოგონამ სცადა წუხელ თვითმკვლელობა და ახლა მძიმედ არის. როგორც ვიცი, მისმა შეყვარებულმა ეს რომ გაიგო, მოგვიანებით მანაც სცადა თავის მოკვლა. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა მათ შორის, მაგრამ ფაქტია, მოზარდმა ბიჭმა ვენების გადაჭრა სცადა. ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და ახლა სახლში გადის მკურნალობის კურსს“,- განუცხადა „კვირას“ ერთ-ერთი მოზარდის ახლობელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ. როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ორივე საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები