გორის რაიონის სოფელ ქიწნისში მომხდარ ავარიას სამი ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გორის რაიონის სოფელ ქიწნისში მომხდარ ავარიას სამი ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გორის რაიონის სოფელ ქიწნისში მომხდარ ავარიას სამი ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ოპელის“ მარკის ავტომობილი სატვირთო მანქანას უკანა მხრიდან დაეჯახა. ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, მესამე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. სამივე გარდაცვლილი 17, 18 და 23 წლის ბიჭები გორის რაიონის სოფელ ტყვიავიდან იყვნენ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები