გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიას მიმართა.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც აღნიშნული განცხადება დარეგისტრირდა, ფრაქცია ფაქტობრივად დაშლილია. აღნიშნული საკითხი საკრებულო სხდომაზე 11 მარტს განიხილება.

თავად ირმა ამბარდნიშვილი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა, კომენტარს არ აკეთებს. კომენტარისგან ასევე თავს იკავებენ ფრაქციის სხვა წევრებიც.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, მისთვის უცნობია რატომ მიიღო საკრებულოს წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება.

„მასთან ამ საკითხზე შეხვედრა და საუბარი აქ მქონია. ფრაქციის დატოვების თაობაზე განცხადება ელექტრონულად შემოვიდა და მე რეზოლუცია დავადე. აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს საპროცედურო და ეთიკის კომისია იმსჯელებს და 11 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე გაიტანს, თუმცა, ირმა ამბარდნიშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე ფრაქცია უკვე დატოვა და შესაბამისად, ეს ფრაქცია, რომელიც მხოლოდ 3 წევრისგან შედგებოდა, დაშლილად ითვლება“, – განაცხადა დავით რაზმაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები