გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირველი მოადგილე გელა კაპანაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირველი მოადგილე გელა კაპანაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. „ნიუპოსტის― კორესპონდენტის ცნობით, ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და უკვე ოფიციალურად დადასტურდა. „მოადგილეს არჩევს პირადად გამგებელი და მივიღე გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად. ძირითადი მიმართულება არის სისტემატიურად კანონის დარღვევა და კიდე სხვადასხვა მიზეზები―-აცხადებს გამგებელი ონიაშვილი. რაც შეეხება გელა კაპანაძეს, იგი საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგის გამართვას გეგემავს. „გავეცნობი ბრძანებულებას და შემდგომ გავმართავ ბრიფინგს―-გვითხრა კაპანაძემ.
ცნობისთვის, გელა კაპანაძე გამგებლის პირველ მოადგილედ, დავით ონიაშვილმა მიმდინარე წლის მარტში, მას შემდეგ დანიშნა, რაც თანამდებობიდან გიორგი წვერავა გაათავისუფლა. კაპანაძე „ქართული ოცნების― რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი და პროპორციული სიის პირევლი ნომერია, გამგებელი დავით ონიაშვილი კი ოპოზიციური პარტია „შენების მოძრაობის― მერობის კანდიდატი.
მსგავსი სიახლეები

პრემიერ მინისტრი- ენგურჰესის ტურისტულ ცენტრს ექნება ძალიან საინტერესო, ორიგინალური და ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის მთავრობის უპრეცედენტოდ პოზიტიურ და მაშტაბურ ინიციატივას მცირე მეწარმეებთან დაკავშირებით და მხარს დაუჭერს მას.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს.

“გერმანია მრავალი წლის მანძილზე საქართველოს დიდი მხარდამჭერი იყო. ჩვენი დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე გერმანელებმა ითავეს ლიდერობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მხარდაჭერისათვის“
