გორის 90-ე უბნის კომისიის თავმჯდომარეს დააგვიანდა და საარჩევნო პროცესი დაგვიანებით დაიწყო
გორის 90-ე უბანი ერთადერთი იყო რომელიც დღეს სხვა უბნების მსგავსად დროულად არ გაიხსნა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, მიზეზი კომისიის თავმჯდომარის ობანზე დაგვიანებით მისვლა გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივარი დაწერა და საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა. გორის 32 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის განცხადებით ამ ეტაპზე სხვა უბანზე ხარვეზი არ დაფიქსირებულა და საარცევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე მოხდა დაგვიანებით უბნის გახსნა და ამსათან დაკავშირებით შემოსულია საიას საჩივარი. საოლქო საარჩევნო კომისია ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს დღის განმავლობაში და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“-აცხადებს მალხაზ მირუაშვილი.
გორის 32 ოლქში 105 უბანია და ამომრჩერველთა რაოდენობა 110 174-ა.
მსგავსი სიახლეები

“ამერიკის შეეთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება და შესაბამისად, კონგრესის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”

შალვა შავგულიძე: მე, ბოკერია და ხოშტარია თანამოაზრეები ვართ, რომ ცუდი იყო უსამართლობა იმდროინდელი ხელისუფლების პირობებშიც და ცუდია ახლაც

,,ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინა დასკვნა პროექტთან დაკავშირებით”-ირაკლი კობახიძე
