“გორი და თბილისის ტრასა რომ დარჩენოდათ მარტო, იტყოდნენ, აი, შევქმენით ქართული იმპერია ნიკოფსიიდან დარუბანდამდეო!”

“გორი და თბილისის ტრასა რომ დარჩენოდათ მარტო, იტყოდნენ, აი, შევქმენით ქართული იმპერია ნიკოფსიიდან დარუბანდამდეო!”

ეს ის ხალხია, მთელი საქართველოს ტერიტორია და მიწა-წყალი რომ დაეკარგათ და გორი და თბილისის ტრასა რომ დარჩენოდათ მარტო, გორს დარუბანდს დაარქმევდნენ, თბილისს ნიკოფსიას და იტყოდნენ, აი, შევქმენით ქართული იმპერია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე! რა გარეჯის გასხვისება გაუკვირდა ხალხს ამ ხალხისგან?!, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ განაცხადა.

დავით გარეჯის თემაზე საუბრისა მაღრაძემ აღნიშნა, რომ იგი ამ საქმეს კარგად არ იცნობს და ამიტომ, იურიდიული ნიუანსების განხილვაში არ შევა, თუმცა მას სჯერა თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, რომელიც გარეჯის თემაზე „იმედის“ ეთერში საუბრობდა.

„იურიდიული ნიუანსების განხილვაში არ შევალ, რადგან საქმის მასალას არ ვიცნობ და სიმართლე გითხრათ, იურისტის კვალიფიკაცია არ მეყოფა, რომ ერთი გადახედვით, ეს საქმე კარგად შევისწავლო, მაგრამ მოვუსმინე, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ადამიანურად, აშკარად, ნდობას იმსახურებს. დამაჯერებელი იყო მისი საუბარი. სახელმწიფო მოღვაწე კაცი საუბრობდა დამაჯერებლად! ადამიანურად იყო სანდო და გასაგები. ერთი მინდა ვთქვა, ვინმეს გაუკვირდება, რომ ეს ასე იყოს?!, – განაცხადა მაღრაძემ.

მან ასევე „ნაციონალური მოძრაობაზე“ ისაუბრა, რომელსაც შეეძლო ხალხი საპირისპიროში დაეჯერებინა.

„არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ერთი რამ არის – ეს ის ხალხია, ვინც წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადა, ვინც დაიჯერა, რომ რუსეთ მოუგებდა ომს. შემდეგ დაკარგა მიწაწყალი, უამრავი ლტოლვილები მივიღეთ. შემდეგ გეტოში იცეკვა ამ ხალხმა, სადაც ლტოლვილები ჩაასახლეს; შემდეგ მიწა-წყლის დაკარგვა იზეიმეს და აზეიმეს ხალხი. ეს ის ხალხია, მთელი საქართველოს ტერიტორია და მიწა-წყალი რომ დაეკარგათ და გორი და თბილისის ტრასა დარჩენოდათ მარტო, გორს დარუბანდს დაარქმევდნენ, თბილისს ნიკოფსიას და იტყოდნენ, აი შევქმენიტ ქართული იმპერია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე! რა გარეჯის გასხვისება გაუკვირდა ხალხს ამ ხალხისგან?!“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

კომენტარები
კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები