Google-მა ექსპერიმენტული აპლიკაცია Storyboard-ი გამოუშვა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვიდეოს კომიქსად აქცევს
Google-მა ექსპერიმენტული აპლიკაცია Storyboard-ი გამოუშვა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვიდეოს კომიქსად აქცევს. აპლიკაცია ჯერჯერობით მხოლოდ Android-ის მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. ამის შესახებ Techcrunch-ი წერს.
Storyboard-ი ძალიან მარტივად მუშაობს: მომხმარებელმა მხოლოდ ვიდეო უნდა შეარჩიოს, რომლის კომიქსად გადაქცევა სურს, რის შემდეგაც აპლიკაცია საინტერესო კადრებს თვითონ არჩევს.
მიღებული კომიქსის შენახვა მობილურ ტელეფონშია შესაძლებელი. Google-მა Storyboard-ის გარდა კიდევ 2 ექსპერიმენტული აპლიკაცია გამოუშვა. ესენია: Selfissimo, რომელიც სელფებს ავტომატურად ქმნის და ვიდეოს რედაქტორი Scrubbies-ი.
კატეგორიები:
კულტურა
მსგავსი სიახლეები

ბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ჩატარებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
