გოგა ხაინდრავა: ეს არანაირი მესამე სექტორი არ არის, ეს „ნაცმოძრაობის“ გაგრძელებაა

გოგა ხაინდრავა: ეს არანაირი მესამე სექტორი არ არის, ეს „ნაცმოძრაობის“ გაგრძელებაა

„ეს არანაირი მესამე სექტორი არ არის, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გაგრძელებაა“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
​მისი თქმით, მესამე სექტორს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც თავის სფეროში კეთილსინდისიერად მუშაობენ.
„მესამე სექტორი არიან ის ადამიანები, ვისი ხმაც ჩვენ არ გვესმის და ისინი თავიანთ სფეროში, სხვადასხვა სფეროში სინდისიერად მუშაობენ. ის, ვისზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, არანაირი მესამე სექტორი არ არის. მაგალითად, გიგაური, სალაძე, მშვენიერაძე, რომელიც „ფლაერებს“ არიგებდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ეს არანაირი მესამე სექტორი არ არის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაგრძელება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მეხუთე კოლონა, რომელიც თვითონ შექმნეს მათ. მე მთავრობის წევრი ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს, როგორ აკეთებდა ამას მერაბიშვილი. ყველაზე კარგი მაგალითია გიგაური, რომელიც პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადმოიყვანეს არასამთავრობო სექტორში და რას ჩადის იგი, არაერთხელ გვაქვს მოსმენილი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
როგორც კინორეჟისორი აღნიშნავს, მათ ხელზე, ვინც ახლა გახარიას გადადგომას ითხოვენ და ხელაფარებული დადიან, შავი ლენტი არ უნახავს მაშინ, როცა ორი ადამიანი მოკლეს და მაღაზიის თავზე შეაგდეს. ასევე, არცერთმა თქვა, რომ შტურმი პარლამენტის წინააღმდეგ დანაშაულია და ეს დანაშაულია ყველა ქვეყანაში.
„არცერთმ თქვა, რომ შტურმი პარლამენტის წინააღმდეგ ეს არის დანაშაული, ეს არის დანაშაული ყველა ქვეყანაში. ყველა, გამოსულები ამ „ნაციონალური მოძრაობიდან“, ყველანი თავის ბელადს ბაძავს; უნდათ, რომ ზუსტად იგივე მოქმედებები განახორციელონ, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, მაშინ შეიძლება, „ნოუჰაუ“ იყო ეს, თუმცა როგორი „ნოუჰაუ“ იყო, მე ძალიან კარგად ვიცი იმიტომ რომ, ვთქვათ, იგივე „კმარა“, იგივე ის მეთოდები, რომლებიც სააკაშვილმა გამოიყენა, გამოყენებული იყო სერბეთში, გამოყენებული იყო სხვადასხვა ქვეყანაში. არაფერი ახალი. სააკაშვილის მოგონილი არ იყო. დრო გავიდა და შესაძლებლობა ჰქონდა ამ სექტას, რომ განვითარებულიყო, მაგრამ იქ დარჩნენ.
​მისი თქმით, შეურაცხმყოფელია ის რეაქციები, რომელსაც ვხედავთ ამ ვითომ აღშფოთებულებისგან.
„მშვილდაძე მიხეილი არის იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც „რუსთავი 2-ის“ რეკლამებს ყიდის, ამიტომ ის თავისი ჯიბითა და მუცლით არის პირდაპირ დაკავშირებული ამ ორგანიზაციასთან. მასთან ერთად მუშაობს მაქარაშვილი, რუსული პარტიის პრესსპიკერი რომ იყო და მაშინ, ეტყობა, არ იყო საქართველო ოკუპირებული, ან არ იცოდა, რომ საქართველო ოკუპირებულია. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ უნიჭო დადგმა“, – ამბობს ხაინდრავა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები