გლოვის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებაში დროშები დაეშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებაში დროშები დაეშვა

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება. საქართველო სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს.

გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

აჭარის მთავრობა სასტუმრო “ლეოგრანდში” დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯების დაფარვის მიზნით, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა.

წყარო:imedinews.ge
კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები