გლობალური პასპორტების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 39-ე ადგილზეა.

გლობალური პასპორტების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 39-ე ადგილზეა.

გლობალური პასპორტების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 39-ე ადგილზეა. პასპორტის ინდექსი (Global Passport Index) ყოველწლიურად ქვეყნდება და ის ითვლის, თუ რამდენ ქვეყანაშია შესაძლებელი უვიზოდ მიმოსვლა. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

ქართული პასპორტით 74 ქვეყანაში მოგზაურობა უვიზოდაა შესაძლებელი, 40 ქვეყანაში კი ვიზის აღება საზღვარზე ხდება. მსოფლიოს 84 ქვეყანაში მოგზაურობისთვის კი ქართველებს ვიზა ესაჭიროებათ. საქართველოსთან ერთად, 39-ე ადგილს იყოფენ მარშალის კუნძულები, ბოსნია და ჰერცეგოვინა და თურქეთი – სამივე ქვეყნის პასპორტის ინდექსის ქულაც 114-ია.

ყველაზე „ძლიერი პასპორტი“ სინგაპურსა და გერმანიას აქვთ. მათი პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 166 ქვეყანაშია შესაძლებელი.

მეორე ადგილს 165 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობით, დანია, შვედეთი, ფინეთი, ლუქსემბურგი, იტალია, საფრანგეთი, ნორვეგია, ნიდელანდების სამეფო, ესპანეთი, სამხრეთ კორეა და აშშ ინაწილებენ.

ყველაზე „სუსტი პასპორტი“ ავღანეთის მოქალაქეებს აქვთ. ავღანური პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა მსოფლიოს მხოლოდ 30 ქვეყანაშია შესაძლებელი, აქედან სრულად უვიზოდ 5-ში, ხოლო საზღვარზე ვიზის აღებით კი 25 ქვეყანაში.

სექტემბრის დასაწყისში საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში კიდევ ხუთი პოზიციით დაწინაურდა და 48-ე ადგილზეა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები