გლდანში, მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა.

გლდანში, მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა.

უბედური შემთხვევა თბილისში. გლდანში, მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, იარაღის გასროლა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი მამის კუთვნილ იარაღს ათამაშებდა.
დაღუპული 26 წლის გოგოა, რომელიც აღნიშნული ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა და მათთან სტუმრად იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები