გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ გლდანის რაიონში მცხოვრებ 200 ოჯახს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა

გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ გლდანის რაიონში მცხოვრებ 200 ოჯახს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა

“თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ გლდანის რაიონში მცხოვრებ 200 ოჯახს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა”,-ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, დახმარება პირველ ეტაპზე მრავალშვილიან ოჯახებს და შშმ პირებს დაურიგდათ. დეპუტატის მიერ შეძენილი ნობათი მოსახლეობას სპეციალურად გადამზადებულმა მოხალისეთა ჯგუფმა მიუტანა.

„კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და შშმ პირებს დავხმარებოდით. ჩემმა ოჯახმა ბიზნეს ცენტრ „მარიამის“ პარტნიორებთან ერთად, საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინა, რომლებიც ამ ოჯახებს გადავეცით. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებს დავეხმაროთ. მოსახლეობას კი მოვუწოდებ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გაითვალისწინონ“ – განაცხადა გულია გოცირიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები