გლდანის გამგებელი – ზაჰესის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი ტერიტორიაა დამწვარ

ზაჰესის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი ტერიტორიაა დამწვარი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ცეცხლის ძირითადი კერები ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. ადგილზე კი სამუშაოებს 8 სახანძრო სამაშველო ბრიგადა აწარმოებდა. გლდანის რაიონის გამგებლის განცხადებით, ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება არ არსებობს. იგი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„დამწვარია დაახლოებით 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი მიწის ნაკვეთი. ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 8 სახანძრო სამაშველო ბრიგადა. ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის ლოკალიზებულია. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ არის და ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება არ არსებობს“, – განაცხადა დიმიტრი ორმოცაძემ.
მსგავსი სიახლეები

თბილისის მერიის „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა“ პროექტ „ჩემი ადვოკატის“ 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ჩხუბი პარლამენტში – ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ.

ორკვირიანი პატრიმრობის შემდეგ, ზვიად კუპრავამ და მასთან ერთად დაკავებულმა 3-მა პირმა, სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვეს.
