გირგვლიანისა და ხორავას ქუჩის საქმეს შორის პარალელების გავლება, ძალიან დიდი უზნეობაა – ბიძინა ივანიშვილი

გირგვლიანისა და ხორავას ქუჩის საქმეს შორის პარალელების გავლება, ძალიან დიდი უზნეობაა – ბიძინა ივანიშვილი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია მთელი ქვეყნის ტრაგედიაა, ეს დიდი უბედურებაა. თუმცა, ის, რომ გირგვლიანისა და ხორავას ქუჩის საქმეს შორის გავავლოთ პარალელები, მე ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი უზნეობაა, ცინიზმია, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სადაც ის “ქართული ოცნების” ოფისში სამი ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობს.

“გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და მათ მკვლელებს სახელმწფიომ ხელი დააფარა, სადაც თქვენი მეუღლე მინისტრის მოადგილეც გახლდათ (მიმართვა ეკა კვესიტაძეს).

ჯერ არ დასრულებულა სასამართლო, მხოლოდ პირველი ინსტენცია დასრულდა, მეორე ინსტანცია მიდის და ამას მესამეც ახლავს, ჯერ არ დასრულებულა. ის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია დღეს გადაიქცა სიმბოლოდ და ახერხებენ პარალალებები გირგვლიანის მკველობასთან გაავლონ, რა თქმა უდნდა, ეს არის ძალიან დიდი ცინიზმი და ძალიან დიდი უზნეობა. რამეთუ სახელწმიფოს ინტერესი ამ საქმეში არსად იკვეთება და იმ კომისიამაც ვერაფერი მსგავსი ვერ აჩვენა. 

სახელწმიფოსა და დღევანდელი ხელისუფლების ინტერესი ერთია – რომ ეს გმოძიება რაც შეიძლება სწორად იყოს წარმართული და დროში დასრულებული.  

საგამოძიებო კომისიამაც ვერაფერი მსგავსი მინიშნებაც ვერ გააკეთა, რომ თითქოს დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი ვიღაცისთვის ხელი დაეფარებინა, ან რაღაც დაემალა.

ის, რომ მაშინდელმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მოახერხა და დააკმაყოფილა მაღალი სტანდარტები, ის, რომ მოსამართლემ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სწორედ ეს გახდა იმ მიტინგისა და იმ ვნებათაღელვის საწყისიც და მიზეზიც,” – განაცხადა ივანიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები