„გირჩი“ პარლამენტში შესვლას სულ ფიქრობდა და ყველაფერს აკეთებს, რათა პარლამენტში წესიერად შევიდეს”

„გირჩი“ პარლამენტში შესვლას სულ ფიქრობდა და ყველაფერს აკეთებს, რათა პარლამენტში წესიერად შევიდეს”

მივმართავთ თხოვნით, რომ არ ჩაუხსან უფლებამოსილების მანდატები ჩვენს კოლეგებ ოპოზოციიდან, რადგან ზოგადად, ჩვენ გვვინდა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შერიგება, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ამ პროცესს გაართულებს და შეუძლებელს გახდის.

„აქედან გამომდინარე, ამ პროცესს გართულებს და შეუძლებელს გახდის მანდატების ჩახსნა. ჩაიხსნება მანდატები და დეპუტატთა ერთი ნაწილი აღმოჩდება ქუჩაში.

თუმცა არცკი ვიცით მათი რეალური ნება, თუ რატომ თმობენ დეპუტატის მანდატს. ვიღაც სხვა ხალხი ლაპარაკობს მათი სახელით და უხერხულია, ვიდრე ამ ხალხის ნებას მაინც არ გავიგებთ, რა უნდათ, ასე ჩავხნათ და ქუჩაში დავტოვოთ. არაკოლეგიალური ნაბიჯია და თხოვნით მივმართავთ „ქართულ ოქნებას“. თუ ჩაიხსნება მანდატები, მაშინ ძალიან ბუნდოვანი ხდება მომავალი, მათ შორის ამ პაროამენტის ბედიც. უნდა დავტოვოთ ღიად კარები იმისთვის, რომ ადამიანები ნელ-ნელა დარწუნდნენ, თუ როგორი გადაწყეტილება იქნება უფრო სწორი ამ ქვეყნისთვის.

ყველა მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდომისთვის ქუჩაში დარჩენა და ჩახსნა არის ყველასთვის ცუდი. ჩვენ თუ გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც ყველასთვის ცუდია და შემდეგ ვიფიქრებთ, რომ მოლაპარაკბებები წარმატებით დასრულდება, ასე არ ხდება. „გირჩი“ პარლამენტში შესვლას სულ ფიქრობდა და შესაბამისად, ყველაფეს აკეთებს, რომ პარლამენტში წესიერად შევიდეს და მიიღოს ის, რისთვისაც შეუერთდა ოპოზიციურ ბოიკოტს. ეს არის პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით.

ჩემი აზრით, მე რომც არ მეთხოვა „ქართულ იცნებაშიც“ ასეთი აზრი იარსებებდა და ამის შესახებ ვიცით მათი საჯარო განცხადებები, არსებეობდა აზრი, რომ კოლეგები ქუჩაში არ გაეყარათ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი განცხადება ამ პროცესს წაეშველება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები