გიორგი ვოლსკი: ტექნიკური შეცდომა, რასაკვირველია, სხვა მიზეზს ვერ მოიგონებდნენ, ამ ორგანიზაციისთვის ბათუ ქუთელია არის “ნაცმოძრაობის” ნაწილი

გიორგი ვოლსკი: ტექნიკური შეცდომა, რასაკვირველია, სხვა მიზეზს ვერ მოიგონებდნენ, ამ ორგანიზაციისთვის ბათუ ქუთელია არის “ნაცმოძრაობის” ნაწილი

სესიაზე განსახილველი საკითხები იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ბოიკოტირება, ამ შემთხვევაში, არის ამ საკითხების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოიკოტის რეჟიმი მიუღებელია.

“ბოიკოტის რეჟიმი მიუღებელია, რადგან სესიაზე კომიტეტი არაა, დარგი არაა და საკითხი არაა, რომლის განხილვა მნიშვნელოვანი არ იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის. სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, საგარეო თუ სხვა საკითხები იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებია, რომ ბოიკოტირება ამ შემთხვევაში არის ამ საკითხების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და არა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკი ბათუ ქუთელიასა თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქუთელია ყოველთვის იყო და არის “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი.

“ტექნიკური შეცდომა, რასაკვირველია, სხვა მიზეზს ვერ მოიგონებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ლობისტური ორგანიზაციისთვის ბათუ ქუთელია არის “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი და არც ბათუ ქუთელიას არასდროს არ უარყვია, რომ ამ ორგანიზაციას ოდესმე დაშორდა,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღეს, ლობისტურმა კომპანიამ “ორიონ სტრატეჯიმ” “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს დირექტორის, ბათუ ქუთელიას სახელი ხელშეკრულებაში შეცდომით მოხვდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქუთელია კომპანიის კონსულტაციების არც ერთ პოლიტიკურ ასპექტში ჩართული არ არის. გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტში შეცდომა უკვე გასწორდა.

ცნობისთვის, პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები