გიორგი ვოლსკი: საქმე იმაშია, რომ არავის არ უნახავს ეს კადრები

გიორგი ვოლსკი: საქმე იმაშია, რომ არავის არ უნახავს ეს კადრები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება მმართველ გუნდში ურთიერთობების გამწვავებას ისახავდეს მიზნად და გარკვეული ადამიანების ინტერესებს უკავშირდებოდეს.
„საქმე იმაშია, რომ არავის არ უნახავს ეს კადრები. მაგრამ თვითონ ეს თემა – კადრების გავრცელების – მე ვფიქრობ, მნიშვნელოვნად უკავშირდება გარკვეული ადამიანების (თუნდაც პოლიტიკური ჯგუფიც შეიძლება, დაზუსტებით ვერ ვიტყვი) ინტერესს, რომ კიდევ დამატებითი სკანდალური ურთიერთობების თემაზე გადაიყვანოს უმრავლესობის გუნდი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, ვინ შეიძლება იყოს ეს, ვოლსკი შემდეგნაირად პასუხობს:
“ყოველ შემთხვევაში, ის არა, ვინც “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, მე ვფქრობ, პირიქით… ეს არის გათვლილი იმაზე, რომ ჩვენს ინტერესებს, პრინციპებს, ხელწერას დაუპირისპირდეს და სხვა რაკურსით წარმოადგინოს”.
ცნობისთვის, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები