გიორგი ვოლსკი საკრებულოში ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება არ უნდა იყოს დაშვებული.

გიორგი ვოლსკი საკრებულოში ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება არ უნდა იყოს დაშვებული.

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი საკრებულოში ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება არ უნდა იყოს დაშვებული.

მისივე თქმით, მსგავსი ინციდენტები დემოკრატიული ქვეყნებისთვის მიუღებელია.

“მე ვერანაირად ვერ გავამართლებ მუშტი-კრივს, რომელი მიმართულებითაც არ უნდა ხდებოდეს. ალბათ, იგივე უნდა გაგვეკეთებინა მაშინ, როცა ამ შენობაში სასტიკად, ფიზიკურად გაუსწორდნენ დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები კარგად ორგანიზებული შემოტევით. მაშინ რომ მოეხდინა რეაგირება საზოგადოებას, პოლიტიკურ ჯგუფებს, შესაბამისი შეფასება მიეცათ ამისთვის სამართალდამცავ ორგანოებს, დღეს ეს არ მოხდებოდა. ფიზიკური ანგარიშსწორება არ უნდა იყოს დაშვებული. რასაკვირველია, ხაბეიშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა ამაში. ყოველგვარ ზღვარს გადასცდა უზრდელობაც, არაკორექტულობაც, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს არანაირ მუშტიკრივს და ფიზიკურ დაპირისპირებას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მომავალშიც შესაძლოა, კიდევ მოხდეს პროვოცირება, კიდევ იყოს ასეთი უხეში, ზღვარგადასული კითხვების გამოყენება და არავითარ შემთხვევაში იმ გზას არ უნდა დავადგეთ, რასაც ჰქვია ყოვლად მიუღებელი გზა განვითარებული დემოკრატიებისთვის,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების” დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები