გიორგი ვაშაძე – გმობენ ამნისტიას და თან ელოდებიან მის მიღებას, რომ შებობღდნენ პარლამენტში

გიორგი ვაშაძე – გმობენ ამნისტიას და თან ელოდებიან მის მიღებას, რომ შებობღდნენ პარლამენტში

“სტრატეგია მაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების ერთადერთი გზა ამნისტიაა, გირაო კი მისი სრული თავისუფლების გარანტიებს ვერ იძლევა.

მისი შეფასებით, ოპოზიციონერთა ნაწილის განცხადებები ამნისტიის დაგმობის შესახებ პილატე პონტოელის მსგავსი ქმედება და პასუხისმგებლობის არიდებაა.

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი მხრივ, რომლებიც გმობენ ამნისტიას (ეს არ ეხება ნიკა მელიას) და, მეორე მხრივ, ელოდებიან ამნისტიის კანონის მიღებას, რომ შებობღდნენ პარლამენტში, რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის პილატე პონტოელის მსგავსი ქმედება – ხელები დაიბანეთ პროცესიდან, მაგრამ პროცესით გინდათ შედეგები მიიღოთ. მე ხელებს არ დავიბან, რაზეც ავიღე პასუხისმგებლობა, ყველაფერს შევასრულებ და “ქართულ ოცნებას” მოვთხოვ, ზედმიწევნით შეასრულოს თავისი ყველა პირობა,“- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები