გიორგი ვაშაძე: ძალიან აგრესიულ შეტევაზე გადავალთ

გიორგი ვაშაძე: ძალიან აგრესიულ შეტევაზე გადავალთ

დაგამთავრებთ რაც არ უნდა ძალა გამოიყენოთ ჩვენს წინაშე, – ამ სიტყვებით მიმართა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მმართველ გუნდს და გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ოპოზიცია აგრესიულ შეტევაზე გადასვლას აპირებს.

“ძალიან აგრესიულ შეტევაზე გადავალთ. ეს სახელმწიფო ცდილობს ჩვენს გადახვეწას სამშობლოდან. წელს, თქვენი აღსასრულის წელია. დაგამთავრებთ რაც არ უნდა ძალა გამოიყენოთ ჩვენს წინაშე. დატოვეთ თანამდებობები. გეშინოდეთ დღეც და ღამეც. კანონს ვერ დაგვარღვევინებთ, რომ ამაზე არ გამოგვეკიდოთ. თქვენ მოგიწევთ ცოხეში წასვლა იმ ყველაფრის გამო რასაც ახლა თქვენ აკეთებთ. არცერთი ხმა ქოცხროვას, ეს იქნება ჩვენი ლოზუნგი. დაგამთავრებთ აუცილებლად”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები