გიორგი ტყემალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა

გიორგი ტყემალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, დაახლოებით ორი თვის ვადაში გენგეგმაზე მუშაობა გაგრძელდება და გარკვეული დეტალები დაზუსტდება.

„შევთანხმდით, რომ კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლები თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ძალიან აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ძალიან მნიშვნელოვან და გამართულ დოკუმენტს მივიღებთ. შესაბამისად, უახლოეს მომავალში უკვე ახალი გენერალური გეგმა გვექნება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები