გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა

გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა. გიორგი ტყემალაძემ დაშავებულებს  მალე გამოჯანმრთელება უსურვა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, დაზარალებულებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღესვე საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდნენ და შექმნილ ვითარებას გაეცნენ. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და მას შემდეგ, რაც დამნაშავეები გამოვლინდებიან, ისინი შესაბამისად დაისჯებიან.

“თუ დადასტურდა, რომ ჭერის ჩამონგრევა სარეაბილიტაციო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას უკავშირდება, მაშინ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები