გიორგი ტყემალაძე თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილზე ვითარებას პირადად გაეცნო.

გიორგი ტყემალაძე თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილზე ვითარებას პირადად გაეცნო.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილზე ვითარებას პირადად გაეცნო. როგორც მან განაცხადა, ბუნებრივ აირთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება.
“მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახებს, პირველადი ინფორმაციით, კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელი იყო, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. გაზგამათბობლებთან და ბუნებრივ აირთან დაკავშირებით რეგულაციები უკვე გამკაცრდა და კიდევ უფრო გამკაცრდება“, – განაცხადა ტყემალაძემ.
შს სამინისტრომ ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
ცნობისათვის, თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში CO–ს გაჟონვით 7 ადამიანი დაიღუპა. შვიდივე გარდაცვლილი თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ და მუშად მუშაობდნენ. „ყაზტრანსგაზ -თბილისში“ განმარტავენ, რომ ოთახში, სადაც მუშები ცხოვრობდნენ, აკრძალული ღია წვის კამერიანი გამათბობელი ჰქონდათ დამონტაჟებული.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები