გიორგი ტყემალაძე – მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს – დღევანდელი გადაწყვეტილება არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იმოქმედო თბილისელების ინტერესების გათვალისწინებით

გიორგი ტყემალაძე – მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს – დღევანდელი გადაწყვეტილება არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იმოქმედო თბილისელების ინტერესების გათვალისწინებით

„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება და ეს ფაქტი მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს. დღევანდელი გადაწყვეტილება არის მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა იმოქმედო თბილისელების ინტერესების გათვალისწინებით”, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან მიღწეულ შეთანხმებას. მისი თქმით, მეპატრონესთან რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დავა , რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა წლების წინ ჰქონდა აღებული.

„დედაქალაქის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აღნიშნული პრობლემა მოგვარებული იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობდა, ასევე თითოეულ იმ მოქალაქეს, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. დღევანდელი შეთანხმება არის მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა მიიღო გადაწყვეტილება თბილისელების ინტერესების გათვალისწინებით და სასარგებლოდ,“– განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები