გიორგი ტყემალაძე ბელორუსის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

გიორგი ტყემალაძე ბელორუსის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მოადგილეებთან და წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა წევრებთან ერთად,  დღეს ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მიხაილ მიატლიკოვს, ქალაქ მინსკის ვიცე-მერს ალექსანდრე კრეპაკს, ასევე ბელორუსის დიასპორის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ბახოლდინსა და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და  სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და კულტურული, ეკონომიკური და ტურიზმის განვითარების კუთხით თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

თავის მხრივ, ბელორუსის რესპუბლიკის ვიცე-მერმა  საკრებულოს წევრებს ბიზნესის განვითარების, განათლების, ჯანდაცვის, ასევე  ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით  არსებული გამოცდილება გააცნო და ქართველი და ბელორუსი ხალხის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრას თბილისის საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილიც ესწრებოდა, რომლის თქმითაც, ბელორუსის დიასპორის შემოერთებით, საბჭოს მუშაობა კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები