გიორგი შერმადინის „უნიკახამ” ევროლიგაში ხუთმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და შინ რუსული „ხიმკი” 93:84 დაამარცხა
გიორგი შერმადინის „უნიკახამ” ევროლიგაში ხუთმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და შინ რუსული „ხიმკი” 93:84 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე 13:52 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
„უნიკახამ” 4 მოგებითა და 8 მარცხით ბოლო ადგილიდან მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლა. მალაგელები მომდევნო შეხვედრას 20 დეკემბერს, სტუმრად „ბარსელონასთან” გამართავენ
წყარო:imedinews.ge
კატეგორიები:
მსოფლიო