გიორგი ქობულია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორის, კლაუს ლოურსენის განცხადებას პასუხობს

გიორგი ქობულია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორის, კლაუს ლოურსენის განცხადებას პასუხობს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორის, კლაუს ლოურსენის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, მათი გეგმების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წინა მინისტრი იყო ინფორმირებული. “მე იმ კონკრეტული ბრძანების საქმის კურსში არ ვიყავი, რომელიც გრიგოლ კაკაურიძემ ჩემი მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ გამოსცა”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ. მის კომენტარს სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

გიორგი ქობულიას თქმით, ის რომ მინისტრი ყოფილიყო, ისურვებდა რომ “ეს ბრძანება გაცემამდე მასთან ყოფილიყო შეთახნმებული და ალბათ იქნებოდა კიდეც”.

„აშკარაა, რომ არანაირ „ნებართვაზე” საუბარი არ არის. საუბარია “ტექნიკურ პირობებზე მიწის გამოყენების პორტის მშენებლობისთვის”, ასეთი ტიპის “ბრძანება” არის საკმაოდ ნეიტრალური, რომელიც არავის არანაირ ნებართვას არ აძლევს და სავარაუდოდ, მომზადდა, როგორც ფოთის პორტის ოფიციალური წერილის ფორმალური სავალდებულო პასუხი. შეიძლება კაკაურიძემ ამაზე მუშაობა დაიწყო ჩემი მინისტრობის პერიოდში, მაგრამ ჩემთან განხილვა და შეთანხმება ვერ მოასწრო. ჩემს დროს მოხდა მხოლოდ ინიციაცია ფოთის პორტში დაურეგისტრირებელე მიწების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის.

რატომ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში ამასთან დაკავშირებით, ჩემთვის პრინციპში გასაგებია. ეს ალბათ პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი საბაბია. რა თქმა უნდა, თუ ფოთის პორტს უნდა მიწების პრივატიზაცია და გაფართოვების სურვილი აქვს, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ასევე გიორგი ქობულია მზად არის კიდევ ერთხელ მივიდეს პარლამენტში და ფოთის პორტთან დაკავშრებით ისაუბროს.

„ეიპიემ ტერმინალსმა“ ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ბრძანების სამართლებრივი შესწავლის შესახებ 31 მაისს განაცხადა.

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წინასამმშენებლობო ნებართვის დოკუმენტის გაცემა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საფრთხედ აღიქვა. მათი განგაშის შემდეგ დოკუმენტი ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააუქმა და თანამდებობიდან გადააყენა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სსიპ) ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი უფროსის გრიგოლ კაკაურიძის განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მან ისე მიიღო, რომ მოქმედი მინისტრი ნათია თურნავა საქმის კურსში არ ჩაუყენებია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეწყვეტის საფრთხის შესახებ ინფორმაცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” 29 მაისს გაავრცელა.

ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ფოთის მერიამ  გაავრცელა. მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა.

რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა, ნახეთ ამ ბმულზე.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები