გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, სასულიერო პირს სამედიცინო დაწესებულებაში კვლევები უტარდება.

გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, სასულიერო პირს სამედიცინო დაწესებულებაში კვლევები უტარდება.

მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, სასულიერო პირს სამედიცინო დაწესებულებაში კვლევები უტარდება. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, იგი გიორგი მამალაძესთან შეხვედრას ვერ ახერხებს, თუმცა მას დაჰპირდნენ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, ადვოკატი მის კლიენტს შეხვდება.
“უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, უჭირს სიმძიმის დაკავება. ჩვენ ჯერ არ შევხვედრილვართ და მივიღეთ პირობა, რომ როცა შესაძლებელი იქნება, ვნახავთ დეკანოზს. იმედია, მდგომარეობა არ გაუარესდება. კვლევები ახლაც მიმდინარეობს”, – აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.
მისივე თქმით, გიორგი მამალაძეს პალატაში დღეს გადაიყვანენ. შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები