გიორგი პაპუნაშვილი დაშავდა, მაგრამ ჯერ უცნობია, რამდენი ხანი ვერ ითამაშებს.

გიორგი პაპუნაშვილი დაშავდა, მაგრამ ჯერ უცნობია, რამდენი ხანი ვერ ითამაშებს.

გიორგი პაპუნაშვილი დაშავდა, მაგრამ ჯერ უცნობია, რამდენი ხანი ვერ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ეს უსიამოვნო ამბავი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში შეემთხვა. ამის შესახებ 1tv წერს.

პაპუნაშვილის გუნდი, “სარაგოსა” სეგუნდადივიზიონის მე-7 ტურში “ალბასეტეს” ესტუმრა. 22 წლის ქართველი სარაგოსელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ შეხვედრის 35-ე წუთზე დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

კლუბის ცნობით, ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის ტერფი დაიზიანა და კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევას ჩაუტარებენ.

მატჩი გუნდმა 2:2 დაასრულა.

კატეგორიები: სპორტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები