გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.
შეხვედრაზე, რისკების შემცირებისა და არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, არჩევნების დღეს პოლიციის სამოქმედო გეგმა და სხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
„შს სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდმა წელსაც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. ჩვენ, კანონის შესაბამისად, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერ გადაცდომაზე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის არჩევანის თავისუფლება. პოლიცია არის აპოლიტიკური და ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პრინციპს. ასე იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ასე იქნება არჩევნების დროსაც. ამასთან, არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ პოლიციამ ეფექტურად იმუშაოს, გადავდივართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. თუმცა, ბუნებრივია, არც ერთ პოლიციელს არ შეექმნება პრობლემა, მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი“,- განაცხადა თათბირზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
მსგავსი სიახლეები

რევაზ სოხაძე: ოპოზიციის განცხადებებზე ყველას გვეღიმებოდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მათი ქცევა და კომენტარები უკვე მარაზმში გადაიზარდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე დონორთა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

მიმდინარე წელს, 4 თვის განმავლობაში ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნებიდან რეადმისიას საქართველოს 1 260 მოქალაქე დაექვემდებარა

კახა კალაძე: ევროპარლამენტის მისია მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ ევროპარლამენტარებს უგულავას საქმესთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ
