გიორგი მღებრიშვილმა და ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილემ, ნატო-საქართველოს საზღვაო თანამშრომლობის საკითხები შეაჯამეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ერვი ბლეჟონმა ნატო-საქართველოს საზღვაო თანამშრომლობის საკითხები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.
ერთობლივი პრესკონფერენცია გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. შს მინისტრმა საქართველოში ბულგარეთის საელჩოს და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ნატო-ს საპორტო ვიზიტის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე.
„ეს გახლავთ ნატო-ს საზღვაო შენაერთის მესამე ვიზიტი საქართველოში, რაც ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო მაგალითია… ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველვყოთ ალიანსთან ურთიერთთავსებადობა“, – განაცხადა შს მინისტრმა.
პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ერვი ბლეჟონმა, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე როსარია პუგლისმა და ნატო-ს ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის მეთაურმა, II რანგის კაპიტანმა, ჯასთინ ჰეინისმა უპასუხეს.
ერთობლივ პრესკონფერენციამდე ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილემ შს მინისტრს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით მყოფი, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) გემების მეთაურები წარუდგინა და საფლაგმანო ხომალდზე – „REGELE FERDINAND“ უმასპინძლა.
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ, სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
ბათუმის ნავსადგურში ნატოს ხომალდები დღეს შემოვიდნენ.
მსგავსი სიახლეები

ცდება, ვინც ფიქრობს, რომ პირდაპირ კომუნიკაციას თუ შევწყვეტთ, რუსეთი უკეთესად მოიქცევა – ზურაბ აბაშიძე
