გიორგი მარგველაშვილმა სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს 51-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა (იხ.ფოტოები)

გიორგი მარგველაშვილმა სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს 51-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა (იხ.ფოტოები)

საქართველოს პრეზიდენტი 51-ე საჯარო სკოლას ეწვია, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიმართა და აღნიშნა, რომ სასკოლო ცხოვრება საინტერესო წლებია, იმ ტრაგედიამ, კი რომელიც ამ სკოლაში განიცადეს, უფრო კეთილები უნდა გაგვხადოს და გაგვზარდოს, რადგან ტკივილი და ტრაგედია ადამიანისთვის გამოცდილებაა.
“გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მინდა, რომ ბევრი სიკეთის იმედი და ძალიან დიდი სიყვარული გამოვხატო. მინდა პირველკლასელებს მივულოცო და ვუთხრა, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. ახალი კლასელები უნდა გაიცნოთ, მასწავლებლები, მეგობრები შეიძინოთ, რომლებიც მთელი ცხოვრება თქვენი ნაწილი იქნებიან. მშობლებს მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ, რომ ბედნიერად და ხალისით განვლოს ამ ერთმა წელმა.
ისინი, ვინც ამთავრებენ წელს სკოლას, თქვენთან ერთად მინდა ვიყო და გითხრათ იმ ტკივილზე, რომლიც თქვენ განიცადეთ.
ასეთმა ტკივილმა და ამ ტრაგედიამ ალბათ, ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს და გაგვზარდოს, რადგან ტკივილი და ტრაგედია გამოცდილებაა ადამიანისთვის და თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ტკივილი გადავიტანოთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულში, ერთმანეთის მიმართ უფრო მეტ თანადგომაში, ვფიქრობ, უკეთეს მომავალს მივცემთ ჩვენს შვილებს. ძალიან მიყვარხართ და თქვენთან ერთად ვარ დღეს თქვენს სირთულეშიც და თქვენს სიხარულშიც.
მინდა, პატარების საქართველო დავლოცო, მომავალი, რომელიც კიდევ უფრო ბედნიერი იქნება. პედაგოგებს კი, დიდ გამძლეობას და სიმტკიცეს ვუსურვებ და სიყვარულით აი მთელი პრობლემების დაძლევას”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები