გიორგი მარგველაშვილის თქმით, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა მონაწილეობას მიმდინარე წელს ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა მონაწილეობას მიმდინარე წელს ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ მიხვდება რომ ამის საჭიროებაა, ის მზად არის მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში.
“თუ იქნება ამის საჭიროება მე ვიყრი კენჭს, თუ არ იქნება ამის საჭიროება და ეს ქვეყნისთვის არ იქნება მნიშვნელოვანი და აუცილებელი, ბუნებრივია ამ ძალიან მძიმე სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ საპატივცემულოა, სხვა მშვიდ ცხოვრებას ვარჩევ. ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს. ისე მშვიდი ცხოვრებით მირჩევნია ვიცხოვრო,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.
საპრეზიდენტო არჩვნები ოქტომბერში გაიმართება.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კახა კალაძე-“მცდარია დამკვიდრებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ საზოგადოებამ აირჩია ქალაქის მერი და ის მიხედავს ყველაფერს”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება
