გიორგი მარგველაშვილის პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

გიორგი მარგველაშვილის პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 27-ე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად პოლონეთში ქალაქ კრინიცა-ზდრუიში სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

გიორგი მარგველაშვილი კრინიცას 27-ე ეკონომიკური ფორუმის გახსნაში და საპრეზიდენტო პანელის მუშაობაში, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან და ყოფილი იუგოსლავიის რეპუბლიკის – მაკედონიის პრეზიდენტ გეორგე ივანოვთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, კონფერენციის დელეგატებს სიტყვით მიმართავს და არაფორმალურ, ღია დისკუსიაში ჩაერთვება.

ეკონომიკური ფორუმი უკვე 20 წელია, აღმოსავლეთის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება. წელს ფორუმი აღმასრულებელი, საპარლამენტო, თვითმმართველობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას დელეგაციასთან ერთად შეხვდება.

კრინიცა-ზდრუის კონგრესცენტრში საქართველოს დელეგაციასთან ერთად 27-ე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილე მაღალი რანგის სტუმრების გალა-დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტი, პოლონეთში საქართველოს ელჩთან ილია დარჩიაშვილთან ერთად, კრინიცას 27-ე ეკონომიკური ფორუმის საკონცერტო დარბაზში ქართულ საღამოზე ფორუმის მონაწილეებს ქართული ნაწარმის გამოფენაზე უმასპინძლებს.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაშიც არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მნიშვნელოვნად აფასებს კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრეზიდენტის ვიზიტისას, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისათვის მოწყობილ გამოფენას და აცხადებს, რომ აღნიშნული ფორმატის ღონისძიება ქართული პროდუქციის მნიშვნელობის ხაზგასმაა, რაც ძალიან წადგება ექსპორტის ხელშეწყობას.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები