რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს ხვდება.
შეხვედრა პარლამენტის წინ გაშლილ ერთ-ერთ კარავში მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ამ დროისთვის, რამდენიმე კარავია გაშლილი. აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს, 16:00 საათზე განახლდება.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

თელავში საინაუგურაციო რეპეტიცისას ქვემეხებიდან გასროლისას სოფელ კურდღელაურში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლის მინები დაზიანდა.
“ვითიბი ბანკი” კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური პარტნიორი გახდა.

„დღევანდელ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ადგილზეა, იმიტომ რომ ჩვენ გავაკონტროლოთ და დავაკვირდეთ რამდენად დაცულია ყველა პირის გამოხატვის თავისუფლება“
