გიორგი მარგველაშვილი-ვფიქრობ, არჩევნები ჩატარდა ნორმალურად, სერიოზული დარღვევების გარეშე
„ვფიქრობ, არჩევნები ჩატარდა ნორმალურად, სერიოზული დარღვევების გარეშე, – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონელი ჟურნალისტის შეკითხვა, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხებოდა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, უნდა ჩამოყალიბდეს საარჩევნო სისტემა, რომელიც გადაიზრდება პოლიტიკურ პლურალიზმში.
„დაახლოებით 10 დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა არჩევნებში, მოიგო ეს არჩევნები, რომელიც ჩატარდა ნორმალურად, სერიოზული დარღვევების გარეშე. ოპოზიციას ჰქონდა საშუალება, რომ ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია. შეიძლება კითხვა გაჩნდეს, ამ გარემოში, როცა არის კონკურენცია და ერთი პარტია ყოველთვის იმარჯვებს უმრავლესობით, ეს არის თუ არა კარგი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის დემოკრატიის მიზანი. დემოკატია ნიშნავს კონკურენციას. ევროპული დემოკრატია ნიშნავს, როცა სახელმწიფოში სულ მცირე სამი ან ოთხი ძლიერი პარტიაა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ჩვენს საარჩევნო სისტემაში პრობლემაა. ჩვენ ვართ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ცდილობს უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარები დააწესოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს – თქვენი ლოგიკით, შარშან გავთვალეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეს უნდა გაგვეკეთებინა?

„გერმანიის შსს-ს განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვისაა დადგენილი“
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს ულოცავს
შს მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა, პრემიერმინისტრად დაინიშნოს.
