გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა

გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც ნარკოპოლიტიკას ეხება.
პრეზიდენტის თქმით, ეპისტოლეში ნახსენები საკითხები, უაღრესად ესადაგება იმ დღესასწაულს, როდესაც წმინდა ოჯახი ერთად იყო და ერთად დაესწრო მაცხოვრის მოსვლას ამ ქვეყნად.
„ყველას დიდი სიყვარულით და სიხარულით გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღეს ყოველ წელს ჩვენში იშვება კიდევ ერთხელ ახალი, უმანკო და კეთილი.
პატრიარქის ეპისტოლე ყოველთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკური ცხოვრებით, სასულიერო ცხოვრებით მცხოვრები ჩვენი წმინდა მამები და დედები თავის ხედვას და ტკივილს გვიზიარებენ.
ყველა ეს თემა, რაც დღეს იყო ნახსენები პატრიარქის ეპისტოლეში, უაღრესად ესადაგება იმ დღესასწაულს, როდესაც წმინდა ოჯახი ერთად იყო და ერთად დაესწრო მაცხოვრის მოსვლას ამქვეყნად.
რანაირად ითარგმნება პოლიტიკოსისთვის ოჯახის სიძლიერე – ბუნებრივია, ეს ითარგმნება იმ თვალსაზრისით, რანაირად შემიძლია მე, როგორც პოლიტიკოსმა გავაძლიერო სკოლები, გავაძლიერო უნივერსიტეტები, გავაძლიერო საბავშვო ბაღები და ის სოციალური სერვისები, რაც ოჯახს შეუწყობს ხელს, იყოს უფრო წელში გამართული. ასე ვკითხულობ მე ამ საკითხს.
ასევე, ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის საკითხი, რაც ეხება ნარკოპოლიტიკას და მე არაერთხელ გამისვამს ამისთვის ხაზი, რომ ჩვენ ქვეყანაში, ალბათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დასჯა და იძულება წლების, ათწლეულების მანძილზე უკეთეს შედეგს კი არ გვაძლევს, არამედ ბევრი ადამიანის დამსხვრეულ ცხოვრებას გვაძლევს, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმის თაობაზე – იქნებ, ჯობია, სხვანაირად მოვუაროთ ამ პრობლემას და ვიფიქროთ, როგორ შევამსუბუქოთ და ადამიანური გავხადოთ ნარკოპოლიტიკა.
ასე რომ, დღევანდელი ეპისტოლე ჩემთვის არის, რანაირად შეიძლება გააძლიეროს პოლიტიკოსმა სკოლები, საბავშვო ბაღები, სოციალური დახმარება ოჯახისთვის და უფრო ლმობიერი გახადოს ნარკოპოლიტიკა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, თამარ ქალდანს შეხვდა.
