გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს.

გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს.

ესტონეთის ქალაქ ტარტუში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს.
საქართველოს პრეზიდენტს და პირველ ლედის ესტონეთის პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა უმასპინძლეს. ტარტუში ექვსი ქვეყნის პრეზიდენტების დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც სახელმწიფოების მეთაურებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ მადლობა გადაუხადა კოლეგებს თანადგომისა და საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისთვის.
მისი განცხადებით, ტარტუში ესტონელ ხალხთან ერთად შეკრებილები არიან იმ ქვეყნის ლიდერები, რომლებსაც საერთო ღირებულებები აკავშირებთ. საქართველოზე საუბრისას კერსტი კალიულაიდიმ ხაზი გაუსვა ქართველი სტუდენტების გამორჩეულ საქმიანობას ტარტუს უნივერსიტეტში, რომელთა შორისაც პრეზიდენტმა დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი მამებიც მოიხსენია.
აღინიშნა, რომ 2018 წელი საქართველოსა და ესტონეთისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა, – ესტონეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველო კი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები ტარტუს ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას მიესალმნენ. დღესვე სახელმწიფო დელეგაციების ხელმძღვანელები ტარტუს უნივერსიტეტს, სამეცნიერო ცენტრს „აჰა” და ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები