გიორგი მარგველაშვილი ნატოს სამიტამდე პოლიტიკური გეგმების შესახებ საუბარს არ აპირებს

გიორგი მარგველაშვილი ნატოს სამიტამდე პოლიტიკური გეგმების შესახებ საუბარს არ აპირებს

გიორგი მარგველაშვილი ნატოს სამიტამდე პოლიტიკური გეგმების შესახებ საუბარს არ აპირებს – ამის შესახებ პრეზიდენტმა ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, დამოუკიდებლობის დღესა და ნატოს სამიტს სახელმწიფო ისეთ ვითარებაში არ უნდა შეხვდეს, როდესაც პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიაში იმყოფება.

მარგველაშვილის განმარტებით, უახლოეს ხანებში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი ქვეყანაში ორი მნიშვნელოვანი თარიღის კუთხით. ეს არის 26 მაისი და ნატოს სამიტი. ორივეგან პრეზიდენტის ჩართულობა და როლი არის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი. მე არ მგონია, რომ ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს სახელმწიფო უნდა შეხვდეს ისეთ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი არის საარჩევნო კამპანიაში და შესაძლოა, იყოს კონკურენტი სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებისთვის. ეს არ იქნება კარგი. ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ორივე თარიღის მიმართ აბსოლუტურად გაერთიანებული. ამ თარიღებამდე არ ვაპირებ პოზიციის დაფიქსირებას”.

დამოუკიდებლობდან თავისუფლებისკენ – სწორედ ამ თემის განსახილველად იმყოფებოდა პრეზიდენტი ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც მან სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებსაც უპასუხა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები