გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა

გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უკვე მივიდა. ამ წუთებში გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის ნებართვის პროცედურებს გადის.

მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

რაც შეეხება შეხვედრის დროს, არსებული ინფორმაციით, ორ პრეზიდენტის შეხვედრისთვის 3 საათია განსაზღვრული.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კი, ყოფილ პრეზიდენტებს შორის საუბარი სავარაუდოდ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს შეეხება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები