გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციას ამჯერად ფრაქცია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან მართავს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციას ამჯერად ფრაქცია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან მართავს.

პრეზიდენტი უმრავლესობაში წარმოდგენილ ფრაქციებთან შეხვედრის შემდეგ ახლა ოპოზიციის მოსაზრებებს ეცნობა. დღესვე გიორგი მარგველაშვილი საბჭოში შემავალი სხვა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს.

პრეზიდენტთან ერთად შეხვედრებს უმაღლეს საბჭოში ესწრებიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები