გიორგი მარგველაშვილი 11-12 ივლისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს, სადაც საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს.

გიორგი მარგველაშვილი 11-12 ივლისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს, სადაც საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 11-12 ივლისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს, სადაც საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს.

„პირველად, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო – საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე. ნატო-ს სამიტისათვის მოსამზადებელ პერიოდში ჩვენი ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო ალიანსის ყურადღების კონცენტრირება საქართველოზე და უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. განხილული იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც, სადაც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო და უფრო აქტიურად ერთვება”, – განაცხადა პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

მისი თქმით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება არაერთი ორმხრივი შეხვედრა, სადაც განხილული იქნება კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ალიანსთან ურთიერთობაში, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები