გიორგი კვირიკაშვილმა , ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა.

გიორგი კვირიკაშვილმა , ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, თურქეთის რესპუბლიკის ახალ სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა.

საუბრისას, განსაკუთრებით ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში არსებული პოზიტიური დინამიკა აღინიშნა. ასევე, ხაზი გაესვა რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების პროცესში აქტიურ თანამშრომლობას.

პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ელჩს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები