გიორგი კვირიკაშვილმა ნათია თოდუას გამარჯვება მიულოცა

გიორგი კვირიკაშვილმა ნათია თოდუას გამარჯვება მიულოცა

ნათია თოდუა გერმანული Voice-ს გამარჯვებული გახდა. საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას გამარჯვება Facebook-ზე მიულოცა. “გილოცავ ნათია ! საქართველო ამაყობს შენით !”, – დაწერა პრემიერმა.

ფინალში ნათია თოდუამ 4 სიმღერა შეასრულა, მათ შორის ერთ-ერთი Sunrise Avenue-ს ცნობილ ვოკალისტ სამუ ჰაბერთან ერთად, რომელიც მისი მწვრთნელია. 21 წლის ქართველმა მომღერალმა ხმების 50,10% მოიპოვა.

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები